მესი:
Aa
Aa

მესი: "კლასიკოში ძალიან ძლიერ „რეალს“ ველოდები"

ლეო მესიმ ესპანურ Marca-სთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

6 გზის ოქროს ბურთის მფლობელმა არგენტინელმა მადრიდულ გამოცემასთან საუბარი მოახლოებული „ელ კლასიკოს“ შესახებ დაიწყო.

„კლასიკოში ძალიან ძლიერ „რეალს“ ველოდები. ეს განსაკუთრებული მატჩებია და არ აქვს მნიშვნელობა, თუ როგორ მოვიდა აქამდე ერთი, ან მეორე გუნდი. ამჟამად ორივე გუნდი კარგ ფორმაში იმყოფება, თუმცა ამ მატჩის შემდეგ ჩვენ სხვადასხვა სიტუაციაში აღმოვჩნდებით“.

მესიმ ამის შემდეგ ჟურნალისტის მეორე კითხვასაც უპასუხა, რომელიც მის შესანიშნავ ფორმას ეხებოდა:

„შრომა, ძალისხმევა, რომ დღიდან დღემდე გავუმჯობესდე. სურვილი მაქვს ვისწავლო და კიდევ უფრო განვვითარდე. დატკვბით იმით, რასაც მე ვაკეთებ. არ არსებობს არანაირი საიდუმლო, არსებობს მხოლოდ შეუპოვრობა და შრომა“.

შეგახსენებთ, რომ „ელ კლასიკო“ 18 დეკემბერს „კამპ ნოუზე“ უნდა გაიმართოს, თუმცა კატალონიაში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო შეხვედრა შესაძლოა მეორედ გადაიდოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები