Aa
Aa

ტიტე: "მესი პელეზე უკეთესია? პელე შეუდარებელია"!

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ტიტე მიიჩნევს, რომ პელე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია და მას არავინ უნდა შეადარონ. 58 წლის სპეციალისტს სამხრეთ კორეასთან მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე მესისა და პელეს შესახებ ჰკითხეს, რაზეც ტიტემ განაცხადა.

„მესი პელეზე უკეთესია? პელე შეუდარებელია! მას, ვინც პელეს სხვა სპორტსმენს ადარებს, არაფერი გაეგება. ერთხელ ვთქვი, რომ მესი არაჩვეულებრივი ფეხბურთელია. მაშინ ვგულისხმობდი, რომ იგი არაჩვეულებრივი მოთამაშეა ადამიანთა შორის. პელე კი ადამიანი არაა და ნორმალურობის საზღვრებს მიღმა დგას.

ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ბრაზილიელი ვარ. იმიტომ ვამბობ, რომ პელეს ნაკლს უბრალოდ ვერ უპოვით. პელე ტექნიკით, თავურებით, მრავალფეროვნებით, სიძლიერითა და ინსტინქტით გამოირჩეოდა. და თუ ეს საკმარისი არაა, მას საოცარი ქარიზმაც ჰქონდა. მესის შემთხვევაში კი რა მოხდა? მე მხოლოდ ყვითელ ბარათს ვითხოვდი მან კი მანიშნა - მოკეტეო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები