ხელიდან გაშვებული შანსი - რატომ თქვა „ჩელსიმ“ აგუეროს შეძენაზე უარი?
Aa
Aa

ხელიდან გაშვებული შანსი - რატომ თქვა „ჩელსიმ“ აგუეროს შეძენაზე უარი?

სერხიო აგუერო „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას 2011 წლიდან იცავს და ისეთ დონეზე თამაშობს, რომ თამამად შეგვიძლია პრემიერ ლიგის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი ვუწოდოთ.

„ქალაქელთა“ რიგებში გადასვლის შემდეგ არგენტინელმა ყველა ტურნირის ეგიდით 353 შეხვედრა ჩაატარა, 244 გოლი შეაგდო და თანაგუნდელებს 71-ჯერ გაატანინა.

„სიტიში“ წასვლამდე აგუერო „ატლეტიკოში“ ასპარეზობდა და მისი შეძენით რამდენიმე კლუბი ინტერესდებოდა. ერთ-ერთი მათგანი ლონდონის „ჩელსი“ გახლდათ. „არისტოკრატებმა“ „როხიბლანკოს“ სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ 30 მილიონი ფუნტი შესთავაზეს, მაგრამ მადრიდელები ამ თანხაზე გაცილებით მეტს ითხოვდნენ. თანაც ტრანსფერის გაჩარხვის შემთხვევაში, „ლურჯებს“ აგუეროს აგენტისთვის, ბრუნო სატინისთვის 5 მილიონი ფუნტი უნდა გადაეხადათ, რაზეც აბრამოვიჩმა კატეგორიული უარი განაცხადა.

თუმცა The Athletic-ის ცნობით ეს ყველაფერი არაა. ამერიკული გამოცემის მიხედვით ზემოთ ხსენებულ დაბრკოლებებს კიდევ ერთი დაემატა. როგორც ირკვევა „ჩელსის“ ფეხბურთელმა, ჯონ ტერიმ აგუეროს ტრანსფერი დაიწუნა. ტერი და კომპანია 2009 წელს „ატლეტიკოს“ ორჯერ შეხვდნენ და მოედანზე აგუეროს პოზიციონირებამ ტერიზე ცუდი შთაბეჭდილება მოახდინა. „ლურჯების“ ლეგენდამ გუნდის მესვეურებს სწორედ ამიტომ ურჩია აგუეროს ტრანსფერი არ გაეჩარხათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები