ბითაძე დაბრუნდა! 6 ქულა და საინტერესო სტატისტიკა - გოგას გავლენა გუნდის თამაშზე
Aa
Aa

ბითაძე დაბრუნდა! 6 ქულა და საინტერესო სტატისტიკა - გოგას გავლენა გუნდის თამაშზე

ტვინის შერყევის შედეგად გამოტოვებული 3 მატჩის შემდეგ, გოგა ბითაძე პარკეტს დაუბრუნდა!

ბითაძემ „ჰიუსტონის“ წინააღმდეგ ითამაშა, შეხვედრა ტეხასელების გამარჯვებით 111:102 დასრულდა.

გოგამ პარკეტზე 18 წუთი დაჰყო. მისი მონაგარი 6 ქულა, 3 მოხსნა, 1 გადაცემა და 1 დაფარება იყო.

როდესაც ქართველი ცენტრი ძირითად ხუთეულში იყო, ამ დროის განმავლობაში „ინდიანას“ მაჩვენებელი +19 ქულა დაფიქსირდა. ამ მხრივ ბითაძე თანაგუნდელთაგან საუკეთესო გახლდათ.

ბითაძის პარკეტზე გამოჩენამდე „ინდიანა“ 22:26-ს აგებდა, ქართველის შემოსვლისა და მისი კვლავ თადარიგში დაბრუნების მონაკვეთში „პეისერსი“ 47:40-ს იგებდა.

მას შემდეგ, რაც გოგა თადარიგში დასვეს, „ინდიანამ“ დარჩენილ 2 წუთსა და 14 წამში მოახერხა და მეოთხედი 2:14 წააგო. ჯამში კი დიდ შესვენებაზე გუნდი 49:54-ს აგებდა. გუნდის თამაშზე გოგას გავლენა აშკარა იყო, რაც უდაოდ სასიამოვნო ფაქტია.

„ჰიუსტონის“ რიგებში საუკეთესო „ბაბუაწვერა“ გახლდათ, ჯეიმს ჰარდენმა 44 ქულა ჩააგდო. „პეისერსის“ რიგებში კი ყველაზე შედეგიანი დომანტას საბონისი იყო - 18 ქულა და 13 მოხსნა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში „ინდიანა პეისერსი“ 7 მოგებითა და 5 მარცხით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები