Aa
Aa

Movistar +: რაკიტიჩისთვის ბრძოლაში "ატლეტიკოც" ჩაერთო

მადრიდის "ატლეტიკო" რაკიტიჩის ტრანსფერით ინტერესდება. Movistar + -ის ინფორმაციით "როხიბლანკო" მზადაა ხორვატი ნახევარმცველის სანაცვლოდ ზამთარში 35 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

ესპანური და იტალიური გამოცემები დიდი ხანია 31 წლის ნახევარმცველს "კამპ ნოუს" დატოვებას უწინასწარმეტყველებენ. რაკიტიჩი "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება და როგორც რამდენიმე დღის წინ აღნიშნა გუნდში შექმნილი სიტუაციით უკმაყოფილოა.

ხორვატ ფეხბურთელს ახალი კლუბის პოვნა ნამდვილად არ გაუჭირდება. მას მსურველები მრავლად ჰყავს და "ატლეტიკოს" გარდა ივანის საკუთარ რიგებში ხილვით იტალიური გრანდები, "მილანი", "იუვენტუსი" და "ინტერი" ინტერესდებიან.

რაკიტიჩს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს. 31 წლის ფეხბურთელს გუნდთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ხორვატი ჰავბეკი "ბლაუგრანას" სამომავლო გეგმებში არ შედის.

Movistar +-ის ცნობით კატალონიელები რაკიტიჩის სანაცვლოდ მინიმუმ 30 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები