Aa
Aa

"ნაპოლი" გაიყიდება? - სოლიდური შეთავაზება დე ლაურენტისს

რამდენიმე გავლენიანი ევროპული გამოცემის ინფორმაციით, ყატარელი ინვესტორები საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ შესაძენად 560 მილიონ ევროს იხდიან.

როგორც ირკვევა, საუბარი ალ თანის ყატარულ ოჯახზეა, რომლის საკუთრებაშიც რამდენიმე მილიარდის ქონებაა. ოჯახი ფეხბურთით დაინტერესდა და „ნაპოლიში“ დიდი ინვესტიციების ჩადების სურვილს გამოთქვამს.

დე ლაურენტისის ადვოკატის განცხადებით, ბოლოდროინდელი მოვლენების გამო, პრეზიდენტმა „ნაპოლიში“ თანხის ინვესტირების მოტივაცია დაკარგა და მხოლოდ ერთი კლუბის შენარჩუნება სურს, თუმცა ჯერ კონკრეტულად არ გადაუწყვეტია რომელ გუნდს დათმობს. 70 წლის ფუნქციონერი სერია C-ს კლუბ „ბარისაც“ ფლობს, რომელიც გასულ ზაფხულს გამოისყიდა.

აურელიო დე ლაურენტისმა „ნაპოლი“ 2004 წელს შეიძინა, როცა გუნდი სერია C-ში ასპარეზობდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას დე ლაურენტისმა, ცუდი შედეგების გამო, ფეხბურთელების დასჯა და მათი ბაზაზე 5 დღით დატოვება გადაწყვიტა, თუმცა მის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც გუნდის შიდა სამზარეულოში სერიოზული არეულობაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები