Aa
Aa

NBA-ში ჰარდენი და სიაკამი გამოარჩიეს

NBA-ს მიმდინარე სეზონის მესამე კვირის საუკეთესო მოთამაშეებად „ტორონტო რეპტორსის“ მძიმე ფორვარდი, პასკალ სიაკამი და „ჰიუსტონ როქეთსის“ მსროლელი მცველი, ჯეიმს ჰარდენი დაასახელეს.

სიაკამის საოცარი თამაშის წყალობით კანადურმა გუნდმა სამივე შეხვედრა მოიგო და „საკრამენტოს“, „ნიუ ორლეანს“ და „ლეიკერსს“ სძლია. „ტორონტოს“ ლიდერმა სამივე მატჩში ორმაგი დუბლი დააგროვა. „პელიკანსის“ წინააღმდეგ კი პერსონალური რეკორდი გაიფორმა და აქტივში 44 ქულა ჩაიწერა.

რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო მოთამაშეს, ჯეიმს ჰარდენმა გასული სამი შეხვედრა ფენომენალურად ჩაატარა. „როქეთსის“ მსროლელი მცველი თავის გუნდს „მემფისის“, „გოლდენ სტეიტისა“ და „ჩიკაგოს“ დამარცხებაში დაეხმარა. ჰარდენი სამივე მატჩში ბრწყინვალე იყო და საშუალოდ 41 ქულას, 9 შედეგიან გადაცემასა და 8 მოხსნას აგროვებდა.

აღსანიშნავია, რომ სიაკამის მსგავსად „წვერაც“ სამი ორმაგი დუბლით გამოირჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები