სუპერლიგის ლიდერთან შენგელია გააძევეს
Aa
Aa

სუპერლიგის ლიდერთან შენგელია გააძევეს

თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში 24 წლის ლევან შენგელიამ მე-7 მატჩი ჩაატარა. მან ამ შეხვედრებში ერთი გოლი საკუთარ კარში შეაგდო, ხოლო ჩემპიონატის ლიდერ ''სივასპორთან'' გასვლით მატჩში მოედნის ცენტრში ძალიან უხეშად ითამაშა, რის გამოც არბიტრმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა.

შენგელიამ ყვითელი ბარათები სამწუთიან მონაკვეთში მიიღო, 75-ე წუთზე გააფრთხილეს, 78-ე წუთზე კი გააძევეს.

შენგელიას გაძევებიდან ორ წუთში ''სივასპორმა ანგარიში გახსნა. მასპინძლებმა მეორე გოლი 89-ე წუთზე გაიტანეს და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

შენგელიას გაძევების ეპიზოდი

 

გასული ზაფხულის მიწურულს თბილისის ''დინამოს'' დატოვების შემდეგ ლევან შენგელიამ კარიერია თურქულ კლუბში გააგრძელა. ამ ეტაპზე 18-გუნდიან ლიგაში ''ქონია'' 13 ქულით მე-11 ადგილზეა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შენგელია შვეიცარიასთან და ხორვატიასთან მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოიძახა. ქართველი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების შეკრებას უარყოფითი განწყობით ხვდება.

მსგავსი სიახლეები