Aa
Aa

"ჩელსი" ისევ იგებს - ლამპარდის გუნდმა "კრისტალ პალასი" დამარცხა (ვიდეო)

პრემიერლიგის მე-12 ტურში „ჩელსიმ“ თანაქალაქელი „კრისტალ პალასი“ მიიღო და 2:0 დაამარცხა.

მატჩი ლამპარდის გუნდის უპირატესობით წარიმართა და 52-ე წუთზე ტამი აბრაჰამის გოლით დაგვირგვინდა. აღსანიშნავია ვილიანის ბრწყინვალე გადაცემა, რომელიც მან ერთი შეხებით დიდოსტატურად შეასრულა.

79-ე წუთზე კრისტიან პულიშიჩმა შეხვედრას წერტილი დაუსვა. ამერიკელმა გოლი თავით შეაგდო და „არისტოკრატებს“ მორიგი 3 ქულა გაუფორმა.

ამ გამარჯვების შემდეგ „ლურჯები“ სამეულში ადგილს კიდევ უფრო იმყარებენ. „ჩელსი“ 26 ქულით ჯერჯერობით მეორეა და „მანჩესტერ სიტის“ 1 ქულით უსწრებენ, რომელიც ხვალ „ლივერპულს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები