კვასხვაძე:''იმედი მაქვს ''ტორპედოს'' დასკვნით მატჩებში დავეხმარები''
Aa
Aa

კვასხვაძე:''იმედი მაქვს ''ტორპედოს'' დასკვნით მატჩებში დავეხმარები''

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ქუთაისის ''ტორპედოს'' მეკარე როინ კვასხვაძე უახლოეს პერიოდში მოედანს დაუბრუნდება. 30 წლის გამოცდილი ფეხბურთელის სარეაბილიტაციო კურსი წარმატებით მიმდინარეობს. მოთამაშე იმედოვნებს, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასკვნით შეხვედრებში გუნდს დაეხმარება.

კვასხვაძე, რომელსაც საქართველოს ეროვნულ გუნდში 8 მატჩი აქვს ჩატარებული, კლუბის პრესსამსახურს ესაუბრა:''ინდივიდუალურად ვემზადები, ტრავმის მოშუშებას ერთი თვე დასჭირდება, მაგრამ უკეთ ვარ, კარგად ვგრძნობ თავს. პროგრამის მიხედვით მოვემზადები. თუ ყველაფერი კარგად გაგრძელდა, სეზონის დასკვნით მატჩებში ''ტორპედოს'' დავეხმარები.''

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე უმძიმეს ფინანსურ კრიზისში მყოფი ''ტორპედო'' 40 ქულით მე-7 ადგილზეა და ფლეი-აუტის ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. დარჩენილ მატჩებში კახა ჩხეტიანის გუნდი გორის ''დილას,'' ''ვიტ ჯორჯიასა'' და ''ჩიხურას'' შეხვდება.

ფოტო/ვიდეო: gff.ge, ''ტორპედოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები