Aa
Aa

Bild - "ბაიერნის" თავკაცის პოსტის დაკავების ყველაზე რეალური კანდიდატი მასიმილიანო ალეგრია

გამოცემა Bild-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების ყველაზე რეალურ კანდიდატად მასიმილიანო ალეგრი მიიჩნევა.

როგორც იწერება, „რეკორდმაისტერს“ იტალიელ სპეციალისტთან აქტიური კონტაქტი აქვს და გუნდისთვის პრიორიტეტულ ვარიანტად სწორედ ალეგრი ითვლება. მიუნხენელთა ხელმძღვანელები ცდილობენ, 51 წლის მწვრთნელს პრემიერ ლიგაში გადასვლაზე ხელი ააღებინონ, რისთვისაც მოლაპარაკებებს რამდენიმე კუთხით მართავენ.

ცნობილია, რომ ალეგრი ინგლისური ენის კურსებს გადიოდა, ევროპული პრესა კი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ და „ტოტენჰემთან“ დღემდე აკავშირებს.

გუშინ საღამოსვე იმავე Bild-მა გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმადაც, „ბაიერნმა“ არსენ ვენგერის კანდიდატურა იუარა. გამოცემის მტკიცებით, ვენგერმა მიუნხენელთა აღმასრულებელ დირექტორ კარლ-ჰაინც რუმენიგეს პირადად დაურეკა, თუმცა მისგან პასუხად მიიღო, რომ კლუბის გეგმებში 70 წლის ფრანგის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა არ შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები