Aa
Aa

ვენგერი: "ბარსელონა ისე თამაშობს, თითქოს კრიზისში იმყოფება"

ლონდონის „არსენალის“ ყოფილი თავკაცი, არსენ ვენგერი თვლის, რომ „ბარსელონა“ ლიონელ მესიზე ზედმეტადაა დამოკიდებული და „ბლაუგრანა“ კრიზისში მყოფი გუნდის მსგავსად თამაშობს.

ფრანგმა სპეციალისტმა ეს განცხადება „ბარსასა“ და „სლავიას“ მატჩის შემდეგ გააკეთა. როგორც მოგეხსენებათ ერნესტო ვალვერდეს ბიჭებმა “კამპ ნოუზე“ ჩეხები ვერ დაამარცხეს და ნულოვან ფრეს დასჯერდნენ.

„ბლაუგრანას“ გამოსვლა ვენგერმა BeIN SPORTS-თან საუბრისას შეაფასა და განაცხადა: „ბარსელონა, როგორც ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში, ასევე ჩემპიონთა ლიგის F ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს, მაგრამ ისე თამაშობს, თითქოს კრიზისში იმყოფება“.

„ბარსელონას ფეხბურთელები ძალიან ნელ ტემპში ასპარეზობენ. ყოველთვის, როცა ისინი ბურთს კარგავენ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს გოლს გაუშვებენ, რადგან კონტრშეტევებზე ოპონენტების მიერ შეთავაზებულ სწრაფ ტემპს ვერ უმკლავდებიან. ბარსელონას დინამიკა, ენერგია და თავდაჯერებულობა აკლია“.

„დღეს ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს ბარსელონას ფეხბურთელები მესის ელოდებოდნენ, რომ რამე გაეკეთებინა. ბარსა გუნდურობაში ძალიან მოიკოჭლებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები