კუმანი:
Aa
Aa

კუმანი: "ჰოლანდიის ნაკრებს მხოლოდ "ბარსელონას" გამო დავტოვებ"

როგორც ჩანს, რონალდ კუმანი ერნესტო ვალვერდეს შეცვლის ნომერ პირველ კანდიდატად ყალიბდება.

ესპანური პრესის ცნობით, 56 წლის სპეციალისტი, რომელიც ჰოლანდიის ნაკრებს ხელმძღვანელობს, ევრო 2020-ის დასრულებამდე „ნარინჯისფრების“ დატოვებას არ აპირებს.

კუმანმა დაადასტურა ის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ის ნაკრებს მხოლოდ „ბარსელონას“ შეთავაზების შემთხვევაში დატოვებს:

„ჩემს კონტრაქტში არსებული პუნქტი მხოლოდ „ბარსელონაზეა“ გათვლილი და ის მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ამოქმედდება. ნაკრების დატოვებას ახლა არ ვაპირებ, ამას 100%-ით დაგიდასტურებთ.

შანსი, რომ მომეცეს ჰოლანდიის ნაკრებს მხოლოდ ერთი გუნდის („ბარსელონა“) გამო დავტოვებ. გარწმუნებთ, რომ სხვა შემთხვევაში ჩემს პოსტს არ დავტოვებ.

უკვე ბევრჯერ ვთქვი, რომ „ბარსელონა“ ჩემი ოცნების კლუბია“.

ერნესტო ვალვერდეს კლუბში იმიჯი საგრძნობლად აქვს შელახული, მას არც პრესა ინდობს. საკმაოდ ხშირად იწერება, რომ მას ფეხბურთელებში პოზიციები იმდენად მყარი აღარ აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ კლუბის პრეზაიდენტი ბართომეუ ბასკ სპეციალისტს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოს უწოდებს და მას 100%-ით ენდობა, რთულად დასაჯერებელია, რომ ეს ნამდვილად ასეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები