Aa
Aa

"ბარსამ" სუარესი 3 კვირით დაკარგა

„ლევანტესთან“ შეხვედრაში, რომელიც „ბარსელონამ“ 1:3 წააგო, სამ ქულასთან ერთად ლუის სუარესიც დაკარგა.

კატალონიელებს ურუგვაელი ფორვარდი 3 კვირით გამოაკლდათ. „ელ პისტოლერომ“ მეორე ნახევარში ფეხზე დისკომფორტი იგრძნო და შეცვლა ითხოვა.

ეს იმას ნიშავს, რომ სუარესი სანაკრებო პაუზის დროს ურუგვაის ნაკრებს ვერ დაეხმარება.

რაც შეეხება „ბარსელონას“, ერნესტო ვალვერდეს სუარესი „სლავიასთან“ ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო ლა ლიგაში „სელტასთან“ და „ლეგანესთან“ მატჩებს გამოტოვებს.

12 ტურის შემდეგ, „ბარსელონა“ და“რეალი“ (თამაშით ნაკლები აქვთ) 22-22 ქულით პირველ მეორე ადგილებს იყოფენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები