შენგელიას შესანიშნავი თამაში:19 ქულა, გამარჯვება და მატჩის MVP!
Aa
Aa

შენგელიას შესანიშნავი თამაში:19 ქულა, გამარჯვება და მატჩის MVP!

ევროლიგის მე-6 ტურში ველიმირ პერასოვიჩის გაწვრთნილმა ''ბასკონიამ'' ''ბაიერნი'' ძალიან დამაჯერებლად 93:60 დაამარცხა.

მატჩის უძვირფასეს მოთამაშედ (MVP) ''ბასკონიას'' ფორვარდი თორნიკე შენგელია დასახელდა, რომელიც ესპანური კლუბის სასტარტო ხუთეულში მოხვდა, მის ანგარიშზე 19 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარებაა. ქართველმა ლეგიონერმა პარკეტზე 25 წუთი და 51 წამი გაატარა.

სატურნირო ცხრილში ბასკური კლუბი 3 მოგებითა და 3 წაგებით  მე-7 ადგილზე იმყოფება, ''ბასკონია'' შემდეგ მატჩს 7 ნოემბერს სტუმრად იტალიურ ''მილანთან'' ჩაატარებს.

ქართველი კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 28 შეადგინა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები