Aa
Aa

Calciomercato - "იუვე" ისკოს ტრანსფერით ინტერესდება

იტალიური გამოცემები Tuttosport და Calciomercato იტყობინებიან, რომ ტურინის „იუვენტუსი“ ისკოს გადაბირებით ინტერესდება. „ბებერი ქალბატონის“ მთავარ მწვრთნელს, მაურიციო სარის „რეალის“ ესპანელი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვა დიდი ხანია სურს.

სარის ისკოს შეძენა ჯერ კიდევ „ჩელსის“ თავკაცის პოსტზე ყოფნისას უნდოდა, მაგრამ მაშინ „არისტოკრატებმა“ მიზანს ვერ მიაღწიეს.

Calciomercato-ს მიხედვით იტალიელი სპეციალისტის პოზიციას „ბიანკონერის“ ხელმძღვანელებიც იზიარებენ და ტურინული გრანდი 27 წლის ნახევარმცველის გადაბირებას ზამთარში შეეცდება.

მთავარი დაბრკოლება, რომლის გადალახვაც „ბებერ ქალბატონს“ მოუწევს ისკოს სატრანსფერო ღირებულებაა. „რეალი“ თავისი ერთ-ერთი ლიდერის სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონ ევროს ითხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები