19 წლის
Aa
Aa

19 წლის "ახალი პირლო" - "მანჩესტერი" სანდრო ტონალის შეძენას გეგმავს

19 წლის ახალ პირლოდ შერაცხული სანდრო ტონალი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თვალთახედვის არეში მოექცა.

„ბრეშას“ შუახაზელის მიმართ სატრანსფერო ბაზარზე ინტერესი საკმაოდ დიდია. პირლოსთან გარეგნული და ამავდროულად სათამაშო მსგავსება ტონალის მიმართ სიმპათიებს კიდევ უფრო ზრდის.

ოლე გუნარ სულშერს ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერება სურს და მისი შეძენის სურვილს გამოთქვამს.

საინტერესოა ის, რომ თავად ნორვეგიელი სპეციალისტის მანჩესტერული მომავალი არც ისე მყარად გამოიყურება.

როგორც ცნობილია „რბეშას“ ბოლო მატჩს „წითელი ეშმაკების“ სკაუტები დაესწრნენ და ტონალის თამაში ცოცხლად იხილეს.

თინეიჯერი ფეხბურთელის ფასი 30-დან 40 მილიონამდეა, თუმცა სეზონის ბოლოს მოსალოდნელია, რომ ღირებულება საგრძნობლად აიწევს.

სანდრო ტონალი 2012-2017 წლებში „ბრეშას“ ახალგაზრდული გუნდის ღირსებას იცავდა, 2017 წლიდან დღემდე ის ძირითადი გუნდის წევრია. მის ანგარიშზე 63 შეხვედრაში 6 გოლი და 11 საგოლე გადაცემაა.

ტონალის სანაკრებო დებიუტიც ჰქონდა. „სკუადრა აძურას“ რიგებში მან 2019 წელს ოქტომბრის სანაკრებო პაუზის დროს ლიხტენშტეინის წინააღმდეგ ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები