Aa
Aa

ბეილის სამომავლო გეგმები - უელსელი "სანტიაგო ბერნაბეუს" დატოვებს?

მადრიდული Marca-ს ინფორმაციით, გარეტ ბეილი ლონდონში საკუთარ აგენტს შეხვდა და სატრანსფერო ამბები განიხილა.

როგორც გამოცემა წერს, ბეილისა და მისი აგენტის შეხვედრის ამსახველი ფოტოები გავრცელდა, რაც ნიშნავს, რომ უელსელი ვარსკვლავი „რეალის“ დატოვებას უკვე ზამთარში განიხილავს.

ბუნებრივია, ბეილი „ლეგანესთან“ მატჩისთვის განაცხადში არაა, რადგან ოფიციალური ვერსიით, ტრავმირებულია. ბეილის შესახებ დასმულ კითხვას ზინედინ ზიდანი გაემიჯნა და აღნიშნა, რომ ბეილის მომავალი მხოლოდ მის ხელშია.

პრესაში ასევე ვრცელდება ცნობა, თითქოს 29 წლის შემტევის დასამატებლად ჩინური „შანხაი შენხუა“ აქტიურ მუშაობას გეგმავს. აზიელები მზად არიან, ბეილს სარფიანი კონტრაქტის და მისთვის სასურველი პირობები შესთავაზონ.

სააგენტო transfermarkt-ის მიხედვით, ბეილის ამჟამინდელი ღირებულება 60 მილიონი ევროა. მას „რეალთან“ ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები