Aa
Aa

"არსენალი" 2:2 "კრისტალ პალასი" - ქომაგები უკვე უნაი ემერის წასვლას ითხოვენ (ვიდეო)

პრემიერლიგის მე-10 ტურში „არსენალმა“ მორიგი ქულები დაკარგა. უნაი ემერის გუნდმა „კრისტალ პალასს“ უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა.

„მეთოფეებმა“ მატჩი კარგად დაიწყეს და პირველ ტაიმში 2:0 დაწინაურდნენ.

მე-7 და მე-9 წუთებზე ცენტრალურმა მცველებმა სოკრატისმა და დავიდ ლუისმა გუნდს სოლიდური ფორა მისცეს.

32-ე წუთზე მილივოევიჩის პენალტით „პალასმა“ ანგარიშში სხვაობა შეამცირა.

მეორე ტაიმის სტარტზე, კერძოდ კი 52-ე წუთზე  ჯორდან აიუმ ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ, „არსენალი“ უპირატესობას ფლობდა, თუმცა „კანონირებმა“ გატანა ვეღარ შეძლეს და მიჯრით მეორე ტურში ქულები დაკარგეს.

უნაი ემერის გუნდი 16 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება. თავად ბასკ სპეციალისტს ქომაგები გუნდის დატოვებისკენ მოუწოდებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები