Aa
Aa

"მანჩესტერ სიტი" 3:0 "ასტონ ვილა" - "ქალაქელებმა" მოიგეს, ჯერი "ლივერპულზეა"

პრემიერლიგის მე-10 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ასტონ ვილას“ უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა.

პეპ გვარდიოლას გუნდი ტრადიციულად უდიდეს უპირატესობას ფლობდა, რაც „ქალაქელებმა“ გოლებად მეორე ტაიმში აქციეს.

გოლების ავტორები სტერლინგი, დე ბრუინი და გიუნდოგანი გახდნენ.

„სიტიმ“ ამ გამარჯვების შემდეგ, „ლივერპულთან“ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა, თუმცა „მერსისაიდელები“ მე-10 ტურის შეხვედრას ხვალ გამართავენ და „ენფილდზე“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლებენ.

აქვე გეტყვით, რომ მატჩის მიწურულს ფერნანდინიომ მორიგი უაზრო წითელი ბარათი მიიღო და მომდევნო ტურის შეხვედრას გამოტოვებს. “სიტის“ „საუთჰემპტონთან“ შინ თამაში ბრაზილიელის გარეშე მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები