ისტორიული მატჩი!
Aa
Aa

ისტორიული მატჩი! "ლესტერმა" "საუთჰემპტონი" სტუმრად 9:0 გაანადგურა (ვიდეო)

პრემიერლიგის მე-10 ტური საოცარი მატჩით გაიხსნა. „ლესტერი“ „საუთჰემპტონს“ ესტუმრა და სენსაციურად 9:0 გაანადგურა.

მე-10 წუთზე ჩიუელის გოლით დაწინაურებმულმა „მელიებმა“ 2 წუთის შემდეგ მორიგი უპირატესობა მიიღეს - მსაჯმა მოედნიდან რაიან ბერტრანი გააძევა, რის შემდეგაც „წმინდანების“ რბევა დიაწყო.

გოლების ავტორების სია ასე გამოიყურება: 0:1 ჩილუელი (10), 0:2 ტილემანსი (17), 0:3, 0:4, 0:6 პერესი (19,39, 57), 0:5, 0:7, 0:9 ვარდი (45, 58, პენ-92), 0:8 მედისონი (85).

საინტერესოა, რომ ამ გუნდებს შორის გამართულ მიჯრით 3 შეხვედრაში „საუთჰემპტონს“ კაცს უძევებენ.

“ლესტერი“ ამ საოცარი მატჩის შემდეგ, ისტორიაში გახდა მეორე გუნდი, რომლის ორმა ფეხბურთელმა ერთ შეხვედრაში ჰეთ-თრიკის შესრულება შეძლო. პერესსა და ვარდიმდე ასეთი რამ „არსენალის“ ფეხბურთელებმა ჯერმეინ პენანტმა და რობერ პირესმა გააკეთეს. საინტერესოა, რომ „კანონირებმაც“ „საუთჰემპტონი“ დაამარცხეს (6:1).

მას შემდეგ, რაც პრემიერლიგა დღევანდელი ფორმატით ტარდება, ანუ 27 წელია ისტორიაში მხოლოდ 3 შეხვედრა ჩატარდა, როდესაც ერთმა გუნდმა შესვენებამდე 5 ბურთიანი ფორა მოიპოვა. ასეთი რამ „ლესტერამდე“ „მანჩესტერ სიტიმ“ შეძლო, იქამდე კი თავად „ლესტერმა“.

ასევე საინტერესოა, რომ  "საუთჰემპტონის" გოლკიპერი ანგუს განი და მამამისი ბრაიანი პრემიერლიგის ისტორიაში გახდნენ პირველი მამა და შვილი მეკარეები, რომლებმაც ერთ მატჩში 7 ან მეტი გოლის გაშვება მოახერხეს.

"ნორვიჩის" მეკარემ ბრაიან განმა ეს 1992 წელს "ბლექბერნთან" სტუმრად 1:7-ის განადგურების დროს მოახერხა.

ამ გამარჯვების შემდეგ ბრენდან როჯერსის გუნდს 20 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მე-2 პოზიციაზე იმყოფება.

„საუთჰემპტონს“ ამ განადგურების შემდეგ კარგი დღე ნამდვილად არ ელის, მომდევნო ტურში ისინი „სიტის“ ესტუმრებიან...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები