Aa
Aa

"რომა" როდუელს უახლოეს საათებში გაიფორმებს

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, ჯეკ როდუელი უახლოეს საათებში „რომას“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება. როგორც Corriere dello Sport-ი წერს, 28 წლის ინგლისელი გუშინ „გლადბახთან“ მატჩს თვალს ტრიბუნიდან ადევნებდა, დღეს კი „ჯალოროსისთან“ სატრანსფერო ფორმალობების მოგვარებას შეუდგება.

როდუელი, რომელიც ამჟამად თავისუფალი აგენტია, რომაელებთან კონტრაქტს სეზონის ბოლომდე გააფრომებს. მას დღეს რომის კლინიკა Villa Stuart-ში სამედიცინო შემოწმებაზე ელოდებიან, რის შემდეგაც ინგლისელი „რომას“ ოფისში წავა და კონტრაქტზე საკუთარ ხელმოწერას დასვამს.

„გლადიატორებმა“ ახალი ფეხბურთელის დამატება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც პაულო ფონსეკას გუნდს ტრავმების ნამდვილად ეპიდემიამ შეუტია. ამ მომენტისათვის სხვადასხვა დაზიანებების გამო ბრაიან კრისტანტე, ლორენცო პელეგრინი, ნიკოლა კალინიჩი, ჰენრიხ მხითარიანი, ჯენგიზ უნდერი, ამადუ დიავარა და დავიდე ძაპაკოსტა ვერ თამაშობენ.

როდუელი თინეიჯერობისას უნიჭიერეს ფეხბურთელად ითვლებოდა და ინგლისის პრაქტიკულად ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, ეროვნულ გუნდში კი 2011-2013 წლებში 3 შეხვედრა ჩაატარა. ფეხბურთელს სხვადასხვა დროს „ევერტონის“, „სიტის“, „სანდერლენდისა“ და „ბლექბერნის“ რიგებში უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები