ოფიციალურად! „ელ კლასიკო“ 18 დეკემბერს გაიმართება
Aa
Aa

ოფიციალურად! „ელ კლასიკო“ 18 დეკემბერს გაიმართება

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2019-20 წლების სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ 18 დეკემბერს გაიმართება. როგორც მოგეხსებათ „ბარსელონასა“ და „რეალის“ ჯახი 26 ოქტომბერს იყო ჩანიშნული, თუმცა კატალონიაში განვითარებული მოვლენების გამო, შეხვედრის გადადება გახდა აუცილებელი.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია რამდენიმე ვარიანტს განიხილავდა. ლა ლიგას სურდა „ელ კლასიკო“ 4 ან 7 დეკემბერს გამართულიყო, მაგრამ „ბლაუგრანამ“ და „ბლანკოსმა“ „ელ კლასიკოს“ გამართვის თარიღად 18 დეკემბერი აირჩიეს და ხავიერ ტებასს დაუპირისპირდნენ.

AS-ის ინფორმაციით, ლა ლიგა გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. გავლენიანი ესპანური გამოცემის მიხედვით ტებასი პროგნოზირებდა, რომ სიტუაცია ასე განვითარდებოდა და იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა სასამართლოში თავისი უფლებები დაიცვას.

ტებასის აზრით მატჩის ჩატარების თარიღს ლა ლიგა უნდა ადგენდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები