VAR-ის საჭიროება და უსამართლობით გაოცებული ხარაიშვილი
Aa
Aa

VAR-ის საჭიროება და უსამართლობით გაოცებული ხარაიშვილი

შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გიორგი ხარაიშვილის ''გიოტებორგი'' საკუთარ კედლებში ''იურგორდენთან'' 0:1 დამარცხდა. გიბრალტართან გატანილი გოლის შემდეგ ქართველმა შემტევმა შვედურ კლუბში პირველი მატჩი ჩაატარა და ამჯერადაც მინდორზე 90 წუთი გაატარა.

მეორე ტაიმის 55-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:0 იყო, არბიტრმა ქართველის წაქცევის გამო ასპროცენტიანი პენალტი არ დანიშნა, სტუმართა მცველმა ხარაიშვილის მიმართ თამაშის წესი აშკარად დაარღვია, თუმცა მთავარმა მსაჯმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და თამაში არ შეაჩერა.

არბიტრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი გაკვირვებული და გაოცებული იყო.

მატჩის შემდეგ ''გიოტებორგის'' მთავარმა მწვრთნელმა პოია ასბაგმა მთავარი მსაჯი კრისტოფერ კარლსონი გააკრიტიკა. ანალოგიურ აზრზე იყვნენ ხარაიშვილის თანაგუნდელები.

''გიოტებორგის'' წევრებმა აღნიშნეს, რომ VAR-ის შემთხვევაში თერთმეტმეტრიანი ნამდვილად დაინიშნებოდა.

''იურგორდენი'' 62 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო ''გიოტებორგი'' 45 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

მიმდინარე სეზონში გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში 26 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი შეაგდო და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები