Aa
Aa

2001 წლის შემდეგ პირველად - "იუნაიტედი"-"ლივერპულში" ინგლისელებმა გაიტანეს

იურგენ კლოპის „ლივერპულმა“ პრემიერ ლიგის მე-9 ტურში სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედს“ ვერ მოუგო და ჩემპიონატში პირველი ქულები დაკარგა. „წითელი ეშმაკები“ რაშფორდის გოლით იგებდნენ, რასაც მატჩის მიწურულს ადამ ლალანამ უპასუხა.

2001 წლის შემდეგ პირველად მოხდა, როცა ამ გუნდების ურთიერთშეხვედრისას ინგლისელმა ფეხბურთელმა გოლი ორივე მხრიდან გაიტანა. მაშინ „ენფილდზე“ გამართული მატჩი „ლივერმა“ 3:1 მოიგო, მისი მხრიდან მაიკლ ოუენმა შეაგდო, „იუნაიტედიდან“ კი თავი დევიდ ბექჰემმა გამოიჩინა.

გუნდებმა ბოლო 8-დან 6 ურთიერთშეხვედრა ფრედ დაასრულეს, „იუნაიტედმა“ ბოლოს 2018 წლის მარტში იმარჯვა, „ლივერპულმა“ კი გასულ სეზონში „ენფილდზე“ მოიგო.

ლივერპულელებმა 25 ქულა მოაგროვეს და მეორეადგილოსან „სიტის“ 6 ქულით უსწრებენ. რაც შეეხება „იუნაიტედს“, მას მხოლოდ 10 ქულა აქვს, მე-13 პოზიციაზეა და გასავარდნ ზონასთან 2 ქულითაა დაშორებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები