ბასილაშვილი ვენის ტურნირს იწყებს - ვინ იქნება ქართველის მეტოქე
Aa
Aa
20 ოქტომბერი 2019  |  10:33

ბასილაშვილი ვენის ტურნირს იწყებს - ვინ იქნება ქართველის მეტოქე

21 ოქტომბერს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში სტარტს Erste Bank Open-ის ტურნირი აიღებს, სადაც მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს.

ცნობილია ქართველი ჩოგბურთელის ბადე, თუ ვინ იქნება მისი მეტოქე. საწყის ეტაპზე „ბასილა“ ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს დაუპირისპირდება.

ნიკა ესპანელს მეორედ შეხვდება. ჩინეთში მათი პირველი შეხვედრა ბასილაშვილის გამარჯვებით 7:6, 6:4 დასრულდა.

ამ მომენტისთვის ბასილაშვილი ATP-ის მსოფლიო რეიტინგში 24-ე ჩოგანია, ვერდასკო კი მე-40.

ვერდასკოს დამარცხების შემთხვევაში ბასილაშვილს მერვედფინალში გაცილებით რთული მეტოქე ელის. ნიკა დომინიკ ტიმსა და ჟო ვილფირდ ცონგას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ჰარდის ტიპის საფარზე გასამართი ტურნირი 500 ქულიანია, მისი საპრიზო ფონდი კი 2 433 810 დოლარი გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები