Aa
Aa

7 მილიონი დოლარი ქველმოქმედებისთვის - ჯორდანის მორიგი ღირსეული ჟესტი

ლეგენდარულმა კალათბურთელმა, მაიკლ ჯორდანმა შარლოტში კლინიკა გახსნა, რომელიც მან და მისმა ოჯახმა დააფინანსეს. საავადმყოფო ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე დაბალშემოსავლიან რაიონში მდებარეობს და ორიენტირებულია მოსახლეობაზე, რომელსაც ფინანსურად უჭირს.

კლინიკის გასახსნელად „ემჯეიმ“ 7 მილიონი დოლარი გაიღო. ESPN-ის მიხედვით ჰოსპიტალი ნებისმიერი ასაკის ადამიანს დაეხმარება და მნიშვნელობა არ აქვს პაციენტს ჯანმრთელობის დაზღვევა ექნება თუ არა.

კლინიკის გახსნა ჯორდანისთვის საკმაოდ ემოციური გამოდგა და მაიკლმა სიტყვით გამოსვლისას ცრემლები ვერ შეიკავა: „ჩემთვის ფული პრობლემა არაა. მთავარი იმ საზოგადოებაზე მოხდენილი გავლენაა, რომელიც მომავალში შარლოტზე მოახდენს გავლენას. ჩემთვის ძალიან ემოციურია, რომ შემიძლია იმ ადამიანებს დავეხმარო, რომლებიც წლების განმავლობაში მხარს მიჭერდნენ“.

„მე ვერასდროს გადაგიხდით იმას, რაც ამ დროის განმავლობაში თქვენგან მივიღე, თუმცა მინდა იცოდეთ, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ მაქსიმალურად ბევრი ადამიანის დახმარებას შევეცდებით“.

აქვე დავძენთ, რომ ჯორდანი სამომავლოდ მეორე კლინიკის გახსნასაც გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები