Aa Aa
17 ოქტომბერი 2019  |  22:52

რა მოხდა გასახდელში "ბარნლისთან" მატჩის შემდეგ? მანე სალაჰთან დაპირისპირებას იხსენებს

"ლივერპულის" ფეხბურთელმა, სადიო მანემ მოჰამედ სალაჰთან დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღიარა, რომ "ბარნლისთან" მატჩის შემდეგ მათ შორის შელაპარაკება მოხდა.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში გამართულ შეხვედრაში სალაჰმა ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ მანეს პასი არ გადააწოდა და შეტევის დაგვირგვინება თავად სცადა, რამაც სენეგალელი გააბრაზა. რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა კლოპმა მანე მოედნიდან გაიყვანა, იგი კვლავ გაბრაზებული გახლდათ.

27 წლის ფეხბურთელმა Canal +-სთან საუბრისას "ბარნლისთან" მატჩის შემდეგ გასახდელში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა: "შეხვედრის შემდეგ სალაჰი მოვიდა და მკითხა: "სადიო, გაბრაზებული რატომ ხარ"? მე ვუთხარი, რომ მას გადაცემა უნდა გაეკეთებინა, რაზეც მომ ასე მიპასუხა: "არ დამინახიხარ. ხომ იცი შენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს".

"ვიცი, რომ სალაჰს არ მოვუტყუებივარ, მაგრამ მას ოდნავ უცნაური რეაქცია ჰქონდა. ჩვენ ამ თემის შესახებ ერთმანეთში ვისაუბრეთ, შემდეგ კი კლოპმა დამიბარა და როცა ვუთხარი, რომ პრობლემა მოგვარებული იყო სასიამოვნოდ გაოცდა".

მანე დასძენს, რომ ეგვიპტელთან დაპირისპირების შემდეგ, "ლივერპულის" ფეხბურთელები მისი და სალაჰის "წამებით" სიამოვნებას იღებდნენ.

"ერთხელ ვეინალდუმი დაელოდა მომენტს, როცა გასახდელში ლივერპულის ყველა ფეხბურთელი შეიკრებებოდა. შემდეგ კი მომიახლოვდა და ხმამაღლა იკითხა: "მო სალაჰ, სადიო მანეს შენთვის დარტყმის მოყენება რატომ უნდოდა? ამ ფრაზის შემდეგ მთელმა გუნდმა სიცილი დაიწყო".

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!