Aa
Aa

"ვილიარეალი" VS "ატლეტიკო" - ლა ლიგის პირველი კალენდარული მატჩი აშშ-ში!

ესპანური პრესის ინფორმაციით, 8 დეკემბერს ისტორიაში პირველად, ლა ლიგის კალენდარული მატჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება.

წყაროს ცნობით, „ვილიარეალი“ და „ატლეტიკო“ „მაიამი დელფინსის“ საშინაო არენაზე „ჰარდ როქ სთეიდიუმზე“ ითამაშებენ.

თავდაპირველად აშშ-ში „ჟირონასა“ და „ბარსელონას“ მატჩის ჩატარება იგეგმებოდა, თუმცა „ბლაუგრანამ“ ამაზე მკაცრი უარი თქვა.

სამაგიეროდ თანხმობა განაცხადა „ვილიარეალის“ პრეზიდენტმა ფერნანდო როიგმა, რომლის თქმითაც ორივე კლუბი შემოთავაზებაზე თანახმაა.

მადრიდის „ატლეტიკო“ ამ მატჩს როგორც შესაძლებლობას ისე უყურებს. „როხიბლანკო“ როგორც ბრენდი აშშ-ში არც ისე პოპულარულია და მსგავსი მატჩები სიტუაციის შეცვლის კარგ შანსს იძლევა.

„ბარსელონასა“ და „რეალს“ კი ცნობადობის პრობლემა ნამდვილად არ აქვთ და ასეთი მატჩები მათ არაფერში არგიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები