აგუერო ავტოავარიაში მოყვა
Aa
Aa

აგუერო ავტოავარიაში მოყვა

„მანჩესტერ სიტის“ ფორვარდი სერხიო აგუერო ავტოავარიაში მოჰყვა.

31 წლის არგენტინელი თავისი 80 ათას ფუნტიანი Range Rover-ის მართვის დროს, ავარიაში მოჰყვა.

როგორც ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, აგუერო არ დაშავებულა და მას სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.

სამედიცინო შემოწმების შემდეგ, „კუნმა“ უკვე გუნდთან ერთადაც ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში არგენტინელმა უკვე 8 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 8 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები