პეტერ ჩეხი ჰოკეისტის კარიერას იწყებს! კონტრაქტი გაფორმებულია
Aa
Aa

პეტერ ჩეხი ჰოკეისტის კარიერას იწყებს! კონტრაქტი გაფორმებულია

ლეგენდარული ჩეხი გოლკიპერი პეტერ ჩეხი საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ძალებს არც მეტი არც ნაკლები ჰოკეიში მოსინჯავს!

37 წლის ჩეხმა კონტრაქტი „გილფორდ ფენიქსთან“ გააფორმა და მისი დებიუტი კვირას შედგება.

პეტერ ჩეხმა კარიერა მიმდინარე წელს დაასრულა და ამ დრომდე „ჩელსიში“ ტექნიკურ კონსულტანტად მუშაობდა.

" „გილფორდ ფენიქსში“ თამაშის შესაძლებლობით ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს ამ ახალგაზრდა გუნდს მიზნის მიღწევაში დავეხმარები, როდესაც თამაშის საშუალება მომეცემა.

20 წლიანი საფეხბურთო კარიერის შემდეგ, ჩემთვის ბრწყინვალე გამოცდილება იქნება ვითამაშო თამაში, რომლის ყურებაც ბავშვობაში ძალიან მიყვარდა“.

„გილფორდ ფენიქსი“ 2017 წელს დაარსდა და ბრიტანეთის ჰოკეის რანგით მე-4 ლიგაში ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები