ზლატანი:
Aa
Aa

ზლატანი: "მსურს თუ არა კვლავ სერია A-ში თამაში? დიახ, 100%-ით!"

38 წლის ლეგენდარულმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი მომავლის შესახებ ისაუბრა და ევროპაში დაბრუნების სურვილი გამოთქვა.

„მსურს თუ არა კვლავ სერია A-ში თამაში? დიახ, 100%-ით! ვთვლი, რომ იტალიაშიც და სხვა ქვეყნებშიც კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია.

მე გაცილებით უკეთ ვითამაშებ, ვიდრე ახლა იქ მყოფი ბევრი ფეხბურთელი. ჩემს კონტრაქტს ვადა დეკემბერში გასდის და ჯერჯერობით არ ვიცი, თუ რა იქნება მომავალში“.

რამდენიმე თვის წინ იბრას მიმართ „მილანის“ ინტერესის შესახებ დაიწერა. თავად ზლატანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ საჭიროებისა და სურვილის შემთხვევაში ის მზადაა „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუბრუნდეს და გუნდს რთული სიტუაციიდან გამოძვრომაში დაეხმაროს.

დეკემბრამდე ჯერ დიდი დროა და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

აქვე გეტყვით, რომ დღეს შვედეთის ქალაქ მალმიოში ზლატან იბრაჰიმოვიჩის ბრინჯაოს ქანდაკება გაიხსნა, რომელიც საფეხბურთო კლუბ „მალმიოს“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. ქანდაკების სიმაღლე 2.7 მეტრია და 500 კილოგრამს იწონის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები