Aa
Aa

ინსი "მანჩესტერსა" და დე ხეას აკრიტიკებს: "მის ადგილას შმეიხელი რომ ყოფილიყო"...

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლ ინსმა „წითელი ეშმაკები“ და მათი ესპანელი მეკარე, დავიდ დე ხეა გააკრიტიკა. 51 წლის ინგლისელმა თავისი პოზიცია ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემასთან საუბრისას დააფიქსირა და განაცხადა: „დე ხეას მატჩისშემდგომი ინტერვიუ ვნახე და სიტყვებით ვერ აღგიწერთ რა ემოცია დამეუფლა. მის ადგილას პიტერ შმეიხელი რომ ყოფილიყო, ასეთ ინტერვიუს ნამდვილად ვერ იხილავდით“.

„დე ხეა მანჩესტერის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე და გუნდის ლიდერია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ იუნაიტედთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. მიუხედავად ამისა, მას წარმოდგენა არ აქვს გუნდში რა ხდება“.

„თუ მანჩესტერის ქომაგი ხართ და დე ხეას ინტერვიუ მოისმინეთ, ყველანაირი უფლება გაქვთ გრცხვენოდეთ“.

ინსმა კლუბში შექმნილი სიტუაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: „ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მანჩესტერშიც არ იციან გუნდში რა ხდება. იუნაიტედში დიდი არეულობაა და ბევრი პრობლემაა გამოსასწორებელი. ამ ვითარებიდან გამომდინარე ჩნდება კითხვა ვარჯიშებზე რას აკეთებენ და რაზე მუშაობენ“.

„ცუდად არ გამიგოთ. მინდა სულშერმა წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ აშკარაა, რომ პროგრესი არ ჩანს. ოლე ყოველთვის ამბობს, რომ გუნდი თავდაუზოგავად მუშაობს, თუმცა ფაქტია, რომ შედეგს ვერ ვხედავთ! ძალიან მაინტერესებს კონკრეტულად რომელი პრობლემების გამოსწორებაზე არიან ორიენტირებულები, რადგან მე ვერაფერს ვამჩნევ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები