Aa
Aa

ბათუმის "დინამოს" სტადიონის მშენებელობა აქტიურად მიმდინარეობს!

შპს სტადიონის დირექტორის ჯაბა სურმანიძის ინფორმაციით სტადიონის მშენებელობა აქტიურად მიმდინარეობს.

"დავიწყეთ მოედნის მინდვრის საფარის დაგების წინამოსამზადებელი სამუშაოები. მინდვრის საფარისთვის გამოყენებულია პოას ჯიშის ბალახი. პარალელურ რეჟიმში ვაგრძელებთ შიდა სარემონტო სამუშაოებს, ვაწესრიგებთ გასახდელებს, საშხაპეებს, მსჯათა და დოპინგ ოთახებს.

მოედნის ფასადის მოსახვა და გადახურვა უმაღლესი ხარისხის არქიტექტურული მემბრანით დავასრულეთ. გარე პერიმეტრზე ვგეგმავთ 1200 ავტომობილზე გათვლილი პარკინგის მოწყობას. მოედანი სრულადაა ადაპტირებული და ეტლით მოსარგებლე პირებისთვის 60 ადგილია გამოყოფილი".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები