არსენალმა და ჩელსიმ თავიანთი მატჩები მოიგეს (ვიდეო)
Aa
Aa

არსენალმა და ჩელსიმ თავიანთი მატჩები მოიგეს (ვიდეო)

პრემიერლიგის მე-8 ტურში თავიანთი მატჩები მოიგეს „არსენალმა“ და „ჩელსიმ“.

უნაი ემერის გუნდმა „ემირეიტს სთეიდიუმზე“ „ბორნმუთს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

შეხვედრის ერთადერთი გოლის ავტორი ბრაზილიელი დავიდ ლუიზი გახდა, რომელმაც „მეთოფეთა“ რიგებში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.


ამ გამარჯვების შემდეგ „არსენალი“ სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე აღზევდა და ჩემპიონთა ლიგის ზონაში იმყოფება.

რაც შეეხება „ჩელსის“, ლამპარდის გუნდმა „საუთჰემპტონი“ სტუმრად 4:1 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგაზე „ლილთან“ გამარჯვების შემდეგ, ზედიზედ მეორე გასვლითი შეხვედრა მოიგო.

პირველ ტაიმში „არისტოკრატები“ აბრაჰამის, მაუნტისა და კანტეს გოლებით დაწინაურდნენ, რასაც მასპინძლებმა მხოლოდ ინგსის გოლით უპასუხეს.

მეორე ტაიმში ბევრი არაფერი შეცვლილა. 89-ე წუთზე „ჩელსიმ“ კიდევ ერთი გაიტანა. გოლის ავტორი მიჩი ბაჩუაი გახდა.

„ლურჯები“ 8 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები