დეშამი:
Aa
Aa

დეშამი: "გრიზმანს სხვა პოზიციაზე ათამაშებენ, ის ასე ნაკლებად მნიშვნელოვანი გახდება"

„ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, ანტუან გრიზმანის სათამაშო პოზიცია ნელ-ნელა ევროპული პრესისთვის განხილვის საგანი ხდება.

ერნესტო ვალვერდე გრიზმანს მარცხენა შემტევად იყენებს, სადაც მას 2012 წლის შემდეგ არ უთამაშია. ანტუანი მოედანზე ნაკლებად პროდუქტიული და სახიფათო გახდა, რაც ძირითადად მეორე ტაიმში მისი შეცვლით სრულდება ხოლმე.

ამ თემას შეეხო საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი, რომლისთვისაც „ბლაუგრანაში“ გრიზმანის პოზიცია კითხვის ნიშნებს ტოვებს.

„ახალ გუნდში გადასვლა მარტივი არასდროსაა. „ატლეტიკოში“ მთელი გუნდი გრიზმანზე იყო აწყობილი. „ბარსელონა“ რადიკალურად განსხვავებული სტილის კლუბია და ანტუანს მოედანზე სხვა პოზიციაზე უწევს თამაში. ის ნაკრებშიც განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს.

ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ის მოედანზე ნაკლებად პროდუქტიული და მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე „ატლეტიკოში“.

მიუხედავად ყველაფრისა გრიზმანი შეეცდება თავისი ადგილი იპოვოს. ეს ცოტა დროს მოითხოვს. მე ამაზე არ ვნერვიულობ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები