Aa
Aa

"ჩელსიმ" და "ტოტენჰემმა" დაგეგმილი 3-3 ქულა მოიპოვეეს

პრემიერლიგის მე-7 ტურში თავისი შეხვედრები მოიგეს „ჩელსიმ“ და „ტოტენჰემმა“.

ფრენკ ლამპარდის გუნდმა „ბრაიტონს“ უმასპინძლა და მათი გატეხვა მეორე ტაიმში შეძლო.

„ლირჯებმა“ ჟორჟინიოსა და ვილიანის გოლებით მოიგეს, რის შედეგადაც 11 ქულით დროებით მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან.

რაც შეეხება „ტოტენჰემს“, პოჩეტინოს გუნდმა „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა და დაგეგმილი 3 ქულა დიდი ბრძოლის შემდეგ მოიპოვა.

ყველაფერი პირველ ტაიმში მოხდა. 24-ე წუთზე ტანგუი ნდომბელეს გოლით „დეზები“ დაწინაურდნენ, 31-ე წუთზე მოედნიდან სერჟ ორიე გააძევეს, ხოლო 39-ე წუთზე ინგსმა წონასწორობა აღადგინა.

როცა ყველას ეგონა, რომ ტაიმი ფრედ დასრულდებოდა, 43-ე წუთზე ჰარი კეინმა ერიკსენის პასით „ტოტენჰემი“ კვლავ დააწინაურა.

მეორე ნახევარში უპირატესობა წმინდანებს ჰქონდათ, თუმცა არც ისეთი დიდი რომ „დეზებს“ პრობლემები შექმნოდათ.

პოჩეტინოს გუნდს „ჩელსის“ მსგავსად 11 ქულა აქვს და ჯერჯერობით მე-4 ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები