ფიფა-მ წლის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი დაასახელა!
Aa
Aa

ფიფა-მ წლის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი დაასახელა!

ფიფა-ს ვერსიით, 2019 წლის საუკეთესო მწვრთნელად იურგენ კლოპი დასახელდა, რომელმაც მაურისიო პოჩეტინოსა და პეპ გუარდიოლას აჯობა.

კლოპმა, სამადლობელი სიტყვისას შაბლონური ფრაზების გარდა, ის ადამიანები ახსენა, რომელთაც გაჭირვების ფონზე ცხოვრება უწევთ. გერმანელმა ასევე აღნიშნა, რომ მას კონკურენტებთან შედარებით უფრო გაუმართლა და საუკეთესოს წოდება სწორედ ამიტომ დარჩა.

იურგენ კლოპმა გასულ სეზონში "ლივერპულთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რაც "ლივერმა" 14-წლიანი პაუზის შემდეგ გააკეთა.

გასულ წელს წლის საუკეთესო მწვრთნელის სტატუსი დიდიე დეშამმა მიიღო, რომელმაც საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები