"ჩელსი" 1:2 "ლივერპული" - "მერსისაიდელთა" 6-დან ექვსი!
პრემიერლიგის მე-6 ტურის ცენტრალური ჯახი „სტემფორდ ბრიჯზე“ შედგა - „ჩელსიმ“ „ლივერპულს“ უმასპინძლა.
იურგენ კლოპის გუნდმა თავისი საოცარი მსვლელობა განაგრძო და ლონდონში ზედიზედ მე-6 გამარჯვება მოიპოვა!
შეხვედრაში ანგარიში მე-14 წუთზე ალექსანდრ-არნოლდის შესანიშნავი ჯარიმით გაიხსნა.
რობერტო ფირმინომ „მერსისაიდელებს“ 30-ე წუთზე კომფორტული უპირატესობა შეუქმნა - 0:2.
მეორე ტაიმში „ჩელსი“ გააქტიურდა და ამას შედეგიც მოჰყვა. 71-ე წუთზე ნგოლო კანტემ საოცარი დრიბლინგის შედეგად ულამაზესი დარტყმით ანგარიში შეამცირა.
მიუხედავად ბევრი მცდელობისა „არისტოკრატებმა“ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს და მორიგი მატჩი დათმეს.
კლოპის გუნდი პრემიერლიგას უდანაკარგოდ ლიდერობს და „სიტის“ კვლავ 5 ქულით უსწრებს.