ძარიას პირველი გოლი კუნძულზე
Aa
Aa

ძარიას პირველი გოლი კუნძულზე

მალტურ ''ვალეტაში'' გადასულმა ირაკლი ძარიამ კუნძულზე პირველი გოლი გაიტანა. მეოთხე ტურში ''ბალცანი'' ''ვალეტასთან'' 0:2 დამარცხდა. მეორე გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა 75-ე წუთზე შეაგდო.

ძარიას სადებიუტო გოლი

 

30 წლის ირაკლი ძარიამ მალტის ჩემპიონატში მხოლოდ მეორე შეხვედრა ჩაატარა. ''ფლორიანასთან'' სადებიუტო შეხვედრაში 70-ე წუთზე შეცვალეს, ამჯერად კი 90 წუთი ითამაშა.

4 ტურის შემდეგ ''ვალეტა'' 7 ქულით ოთხ გუნდთან ერთად მეორე ადგილს ინაწილებს.

შეგახსენებთ, ირაკლი ძარია კუნძულზე გადაბარგებამდე ალბანური ''კუკეშის'' მოთამაშე იყო,  მას ასევე უთამაშია თბილისის ''დინამოში,'' ''ზესტაფონში,'' გორის ''დილასა'' და ბოლნისის ''სიონში.''

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი დანიას ამხანაგურ მატჩში გაუტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები