Aa
Aa

"ბარსა" ანტირეკორდზე მიდის - ვალვერდე: "პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ"

„ბარსელონამ“ ლა ლიგის მე-5 ტურში მორიგი სამარცხვინო შეხვედრა ჩაატარა. ვალვერდეს გუნდმა სახიფათო მომენტის შექმნის გარეშე „გრანადაში“ 0:2 წააგო და ბოლო 25 წელიწადში ყველაზე უარესი შედეგი დააფიქსირა.

კატალონიელებს 5 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვთ და უკვე 9 ბურთი აქვთ გაშვებული.

გუნდი ანტირეკორდზე მიდის, ამას ისტორია გვეუბნება:

1994-95 წლების სეზონის შემდეგ, ლა ლიგის საწყის 5 ტურში „ბარსამ“ ყველაზე ცოტა ქულა მოაგროვა.

1994-95 წლების სეზონის შემდეგ, ლა ლიგის საწყის ტურებში „ბარსამ“ პირველად ვერ მოახერხა 3 გასვლითი მატჩიდან ვერცერთის მოგება.

2001 წლის შემდეგ პირველად, „ბარსამ“ ზედიზედ 7 გასვლითი მატჩის მოგება ვერ შეძლო.

2011 წლის შემდეგ პირველად, „ბარსამ“ გოლი ყველაზე სწრაფად მატჩის დაწყებიდან 65-ე წამზე გაუშვა.

მატჩის შემდეგ ვალვერდემ მარცხზე და გუნდში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა:

„საკუთარ კედლებში შესანიშნავად ვასპარეზობთ, მაგრამ სტუმრად სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია.

შეიძლება ერთი გასვლითი მატჩი ჩააგდო, ეს ყველას მოსდის, თუმცა როდესაც შემდეგ ამას მეორე და მესამეც მოსდევს - უკვე რაღაც ისე ვერ არის. ჩვენ აშკარად პრობლემები გვაქვს და ეს უნდა გამოვასწოროთ.

ბევრი მოთამაშე ტრავმის შემდეგ ახლახანს დაბრუნდა, ბევრსაც წინასასეზონო მომზადება არ გაუვლია და ეს გუნდს ეტყობა.

რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები