რაულმა "რეალის" ფეხბურთელებს მილანში ჩააკითხა და გაამხნევა...
"რეალის" ყოფილი კაპიტანი და ლეგენდა რაული ტრადიციას აგრძელებს და "ჩემპიონთა ლიგის" ფინალის წინ "ბლანკოსის" ფეხბურთელებს ამხნევებს.
მან 2 წლის წინანდელი ფინალის წინაც გუნდს ლისაბონში ჩააკითხა და თითოეულ ფეხბურთელს წარმატება პირადად უსურვა.
ლეგენდარულმა "შვიდიანმა" იგივე გააკეთა გუშინაც, მილანში ჩავიდა და "სან სიროზე" ვარჯიშისას "რეალის" მოთამაშეებს შეხვდა და ტიტულის მოგება უსურვა.
წინა ფინალისას რაულის ვიზიტი მისი საყვარელი გუნდისთვის ფეხბედნიერი გამოდგა. ვნახოთ რა იქნება ამჯერად...
ფინალური მატჩში ხსენებულ სტადიონზე დღეს 22:45 საათზე დაიწყება.