რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "ჯორჯიანასთან სექსი უკეთესია, ვიდრე ჩემი საუკეთესო გოლი"

კრიშტიანუ რონალდუმ ITV-თან ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ევროპულ პრესაში ნაწილ-ნაწილ ვრცელდება.

პორტუგალიელმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და მათ შორის იყო მის კარიერაში საუკეთესო გოლი.

რონალდუმ ასეთად „იუვენტუსის“ კარში გატანილი მაკრატელა დაასახელა:

„მსგავსი გოლის გატანას დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი. კარიერაში 700 გოლი გავიტანე, მაგრამ ასეთი არ მქონდა, თუმცა ეს შევძელი და წამით გავიფიქრე - როგორც იქნა მაკრატელა გავიტანე, ბრწყინვალე ნახტომის შემდეგ.

ეს ბუფონის წინააღმდეგ გავაკეთე, „იუვენტუსთან“ შეხვედრაში, ჩემპიონთა ლიგაზე. ეს დიდებული გოლი იყო“.

პასუხის მიღების შემდეგ ჟურნალისტმა რონალდუს ჰკითხა, შეედრებოდა თუ არა მისი საუკეთესო გოლი მეუღესთან ჯორჯიანასთან გატარებულ ღამეს, რაზეც რონალდუმ ღიმილით უპასუხა:

„არა, ჩემს ჯიოსთან (ჯორჯიანა) ვერ გავათანაბრებ, არა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები