კოუტინიო:
Aa
Aa

კოუტინიო: "ჩემს ყოფილ კლუბებთან შედარებით ბაიერნი უფრო ოჯახური კოლექტივია“

მიუნხენის „ბაიერნის“ ახალწვეული, ფილიპე კოუტინიო გერმანიაში თავს მშვენივრად გრძნობს და აცხადებს, რომ განსაკუთრებით კლუბში შექმნილი ატმოსფერო ხიბლავს.

27 წლის ბრაზილიელმა „რეკორდმაისტერს“ „ბარსელონადან“ მიაშურა. „კამპ ნოუზე“ მან საკუთარი პოტენციალი ვერ გამოავლინა და ყოველი მატჩის შემდეგ ესპანური პრესის კრიტიკის ობიექტი ხდებოდა. კატალონიური ფიასკოს მიუხედავად, კოუტინიო დარწმუნებულია, რომ „ალიანც არენაზე“ თავის შესაძლებლობებს წარმოაჩენს.

„აქ დღითიდღე თავს უფრო და უფრო კარგად ვგრძნობ. ძალიან ბედნიერი ვარ. ჩემს ყოფილ კლუბებთან შედარებით, ბაიერნი უფრო ოჯახური კოლექტივია“.

„ლივერპულშიც კარგი ატმოსფერო სუფევდა, მაგრამ აქ ყველაფერი უკეთესადაა“.

„ბაიერნში გატარებულ პირველ დღეებში ტიაგო ალკანტარამ, რომელმაც პორტუგალიური ენა იცის უდიდესი დახმარება გამიწია. განსაკუთრებით კომუნიკაციის მხრივ. გერმანული ძალიან რთული ენაა, თუმცა მისი შესწავლა გადაწყვეტილი მაქვს“.

„კლუბში დასაქმებულმა რამდენიმე ადამიანმა პორტუგალიური იცის და ეს ყველაფერს ერთიორად მიადვილებს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები