ტურის სენსაცია!
Aa
Aa

ტურის სენსაცია! "ნორვიჩმა" "სიტი" 5 გოლიან თრილერში დაამარცხა!

პრემიერლიგის მე-5 ტურში მთავარი სენსაციის ავტორი „ნორვიჩი“ გახდა, რომელმაც „მანჩესტერ სიტის“ დრამატულ ბრძოლაში 3:2 სძლია.

დანიელ ფარკეს გუნდმა „ქალაქელებს“ მოულოდნელი მარცხი აგემა, რამაც „ლივერპულს“ წინ გაჭრის საშუალება მისცა.

„ნორვიჩმა“ პირველი ტაიმი 2:1 მოიგო. მეორე ნახევრის სტარტზე პუკის გოლი გადამწყვეტი გამოდგა. „სიტის“ ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდა და გვარდიოლას გუნდმა ბევრი მცდელობის მიუხედავად 1 გოლზე მეტის გატანა ვერ მოახერხა.

ბურთის ფლობა 69% და კარისკენ 25-ჯერ დარტყმა - ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და მოქმედი ჩემპიონი დამარცხდა.

ამრიგად კლოპის გუნდი პეპის გუნდს 5 ტურის შემდეგ 5 ქულით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები