არველაძე ევროშესარჩევის საუკეთესო ბომბარდირების ათეულში
Aa
Aa

არველაძე ევროშესარჩევის საუკეთესო ბომბარდირების ათეულში

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გატანილი გოლების რაოდენობით პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ პირველ ადგილზეა. მან ევროშესარჩევის 31 მატჩში 25 გოლი გაიტანა.

მეორე ადგილს 23 გოლით ლეგენდარული ირლანდიელი ფორვარდი რობი კინი იკავებს. საუკეთესო სამეულში დანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იონ დალ ტომასონია, სკანდინავიელის ანგარიშზე 20 გოლია.

საუკეთესო ათეულშია საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ფორვარდი შოთა არველაძე. მან 17 გოლი 25 შეხვედრაში გაიტანა. ასევე 17 გოლია დავორ შუკერის ანგარიშზე, ხორვატს ამ შედეგის დაფიქსირებისთვის 18 მატჩის ჩატარება დასჭირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები