საქართველოს 19 წლამდე ნაკრების გამარჯვება პოლონეთთან
Aa
Aa

საქართველოს 19 წლამდე ნაკრების გამარჯვება პოლონეთთან

საქართველოს ფეხბურთელთა 19 წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში პოლონეთის შესაბამისი ასაკობრივი გუნდი 2:1 დაამარცხა. შეხვედრა ''მიხეილ მესხის'' სათადარიგო მოედანზე გაიმართა.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 34-ე წუთზე ''საბურთალოს'' ფორვარდმა გიორგი გულიაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. შესვენების შემდეგ სტადიონზე დამსწრე ქომაგმა მხოლოდ ერთი გოლი იხილა, თბილისის ''ლოკომოტივის'' ფორვარდის, გიორგი იაკობიძის გოლით რამაზ სვანაძის გუნდმა მეტოქე დაამარცხა.

რამაზ სვანაძემ პოლონეთთან მატჩისთვის 19 წლამდე ნაკრებში შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), ლუკა მიქაია (ანორთოსისი, კვიპროსი), რევაზ ლომიძე (ლოკომოტივი);

მცველები: თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), სანდრო კალანდაძე (დინამო თბ), ზურაბ ჭავჭანიძე (ლოკომოტივი), ცოტნე კაპანაძე (რუსთავი), ლაშა აწყურელი (დინამო თბ), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ბექა ხარაიშვილი (საბურთალო), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია);

ნახევარმცველები: გიორგი კანდელაკი (თელავი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ნიკა გაგნიძე (დილა), გიორგი ლომთაძე (ლოკომოტივი), ნოდარ ლომინაძე (დინამო თბ);

თავდამსხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები