Aa
Aa

„ხანდახან სინანულთან ერთად ცხოვრება გიწევს" - ვენგერი მესის პოტენციური ტრანსფერზე

არსენ ვენგერის განცხადებით, ლონდონის „არსენალი“ თინეიჯერ ლიონელ მესის შეძენას ცდილობდა. ფრანგმა სპეციალისტმა beIN Sports-თან სინანულნარევი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მაშინ მესი ხელშეუხებელი აღმოჩნდა.

„ხანდახან სინანულთან ერთად ცხოვრება გიწევს, ეს ერთ-ერთი ის საქმეა, რომელიც არ გამოგვივიდა. ფაბრეგასი მესისთან ერთად „ბარსას“ აკადემიაში თამაშობდა და როცა ცესკი დავიმატეთ, მოლაპარაკებებს ლეოსთანაც წამოვიწყეთ.

წარმოიდგინეთ, როგორი ფანტასტიკური აკადემია აქვს „ბარსელონას“ - იქ ხომ მესი, ფაბრეგასი და პიკე გაიზარდნენ. ამ სამიდან ორმა თამაში ინგლისში გააგრძელა, თუმცა მესი კლუბში დარჩა.

მართალია, ჩვენ მისით დაინტერესებული ვიყავით, მაგრამ იმ მომენტში ლიონელი ხელშეუხებელი აღმოჩნდა“.

ლიონელ მესი „ბარსელონას“ აკადემიაში 14 წლის ასაკში ჩაირიცხა, იქამდე კი 7 წლის ასაკიდან 13 წლამდე „ნიუელსის“ ასაკობრივ გუნდებში თამაშობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები