''უოტფორდი'': კრიზისის დაძლევისთვის კიკე სანჩესი დაბრუნდა
Aa
Aa

''უოტფორდი'': კრიზისის დაძლევისთვის კიკე სანჩესი დაბრუნდა

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონი ''უოტფორდისთვის'' წარუმატებლად დაიწყო, რაც მთავარი მწვრთნელის, ხავი გარსიას გადაყენების საფუძველი გახდა. პრემიერლიგის საწყის 4 ტურში ''უოტფორდმა'' მხოლოდ 1 ქულა მოიპოვა, რაც ჩემპიონატში ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. კრიზის დაძლევის მიზნით კლუბის ხელმძღვანელებმა მთავარ მწვრთნელად კიკე სანჩეს ფლორესი დააბრუნეს, რომელმაც კლუბი 2016 წელს დატოვა.

კიკე სანჩეს ფლორესი ''უოტფორდს'' 2015-16 წლების სეზონში წვრთნიდა და გუნდმა პრემიერლიგის სეზონი ცხრილის შუა ნაწილში დაასრულა. ასევე, ესპანელის ხელმძღვანელობით ''უოტფორდი'' ინგლისის ასოციაციის თასის ნახევარფინალში გავიდა.

''უოტფორდის'' დატოვების შემდეგ კიკე სანჩეს ფლორესმა ''ესპანიოლი'' ლა ლიგაში მერვე ადგილზე გაიყვანა. ესპანურ კლუბში 2016-18 წლებში მუშაობდა, გასული სეზონი კი ჩინეთში გაატარა.

 54 წლის სპეციალისტი ასევე მუშაობდა ''ხეტაფეს,'' ''ვალენსიას,'' მადრიდის ''ატლეტიკოსა'' და ლისაბონის ''ბენფიკას'' მთავარ მწვრთნელად. სამწვრთნელო კარიერა მადრიდის ''რეალში'' დაიწყო, 2001-04 წლებში ''სამეფო კლუბის'' ახალგაზრდულ გუნდს წვრთნიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები