US OPEN: მედვედევი VS ნადალი - ფინალისტები გამოვლინდნენ!
Aa
Aa

US OPEN: მედვედევი VS ნადალი - ფინალისტები გამოვლინდნენ!

ამერიკის ღია პირველობაზე ვაჟთა შორის ფინალისტები გამოვლინდნენ. შაბათს თბილისის დროით ღამის თორმეტ საათზე ერთმანეთს რუსი დანილ მედვედევი და ესპანელი რაფაელ ნადალი დაუპირისპირდებიან.

მედვედვმა ნახევარფინალში ფედერერის მძლეველი ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი 3 სეტში 7:6, 6:4, 6:3 დაამარცხა და ფინალში საკმაოდ დამაჯერებლად გავიდა.

რაც შეეხება რაფას, ესპანელმა 25 წლის იტალიელი მატეო ბერეტინი ასევე 3 სეტში 7:6 (8:6), 6:4, 6:1 დაამარცხა.

ბრძოლა მხოლოდ პირველ სეტში იყო, რომელმაც პრაქტიკულად შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. ტაიბრეიკზე ბერეტინი ჯერ 4:0-ს, შემდეგ 5:2-ს, ბოლოს კი სეტ ბოლზე 6:4-ს იგებდა და საბოლოოდ ნერვებს აყოლილი იტალიელი 8:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალი და დანილ მედვედევი ერთმანეთს მონრეალის მასტერსის ფინალში დაუპირისპირდნენ და იქ გამარჯვება ესპანელს დარჩა. 23 წლის რუსის თქმით, მან საკუთარ თავს უნდა აჯობოს, რათა რაფას წინააღმდეგ ფინალში გამარჯვება შეძლოს.

აქვე გეტყვით, რომ მედვედევმა აგვისტოს შემდეგ 22 მატჩიდან მხოლოდ 2 დათმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები